Saturday, March 6, 2010

მინერალები




პროექტის სახელი: მინერალები
პროექტის მიზანი: მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას მინერალების შესახებ ისტ-ს და
სხვა საინფორმაციო წყაროებიდან; გამოუმუშავდებათ მონაცემების აღრიცხვისა და ანალიზის უნარი; შექმნიან მინერალთა კლასიფიკაციის ცხრილს; მოიძიებენ ინფორმაციას მინერალების გავრცელებისა და გამოყენების შესახებ.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები შეისწავლიან მინერალების წარმოქმნის პირობებს, მათ გავრცელებასა და კლასიფიკაციას. ააგებენ დედამიწაზე მინერალების გავრცელების შესახებ წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს ისტ-ს გამოყენებით.
გაეცნობიან ე.წ. ბიოგენურ მინერალებს (კირქვა, დოლომიტი, აპატიტი), რომელთა ფორმირებაც დაკავშირებულია ცოცხალ ორგანიზმებთან.
მოსწავლეები განსაზღვრავენ მოსის სკალის მიხედვით ალმასის და თალკის სიმაგრეს.
შეისწავლიან მნიშვნელოვანი მინერალების ქიმიურ ფორმულებს, ტრივიალურ სახელწოდებებს, გამოყენების სფეროებს; დაახასიათებენ მინერალებს, როგორც უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ ნედლეულს და აღწერენ მათი გადამუშავებით მიღებულ პროდუქტებს; მოაწყობენ ექსკურსიას კასპის ცემენტის ქარხანაში.
მოსწავლეები წარმოადგენენ თავისი ხელით დამზადებულ თიხის ნაკეთობებს, რომელთაც მოაჭიქურებენ მოძიებული რეცეპტით დამზადებული ხსნარით(1-2მლ ნატრიუმის სილიკატი და წვეთ-წვეთობით დამატებული ქლორწყალბადმჟავა).
მოამზადებენ მინერალების შესახებ სლაიდებს და მოაწყობენ პრეზენტაციას, წაიკითხავენ ქართველ პოეტთა ლექსებს, რომელშიც მოხსენებულია ძვირფას ქვათა სახელები.
მონაწილეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა: ორი თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: დისკუსია, ინფორმაციის მოძიება მინერალების, ძვირფას ქვათა, მინერალური საღებარების შესახებ. საპრეზენტაციო მასალის მომზადება და პრეზენტაცია.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას მინერალების, ძვირფასი ქვების შესახებ.
მოახდენენ მინერალების კლასიფიკაციას. შეაგროვებენ ინფორმაციას საქართველოში გავრცელებული მინერალების შესახებ. ააგებენ წრიულ და სვეტოვან დიაგრამებს ისტ-ს
გამოყენებით. გააკეთებენ თიხის ნაკეთობებს და მოაჭიქურებენ. განუვითარდებათ პასუხისმგებლობის, მონაცემთა აღრიცხვისა და ანალიზის უნარი. მოაწყობენ პრეზენტაციას მომზადებული სლაიდების საშუალებით.
სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები გაეცნობიან მინერალების გამოყენებას და მათი გადამუშავების პროდუქტებს. მოაწყობენ ექსკურსიას. გაიღრმავებენ ცოდნას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქიმია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება, ისტ-ს გამოყენება.
პროექტის ფასილიტატორი: ეთერ გზირიშვილი
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: eto.gzirishvili@gmail.com.